სტიპენდიები სტუდენტური ჯგუფებისთვის გერმანიაში

გამოცხადდა კონკურსი DAAD-ის 2022/2023 წლის სასტიპენდიო პროგრამებზე. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც გერმანულ ისე ინგლისურ ენაზე.

 

პროგრამის მიზანია გერმანულ და უცხოურ უნივერსიტეტებს შორის კონტაქტების დამყარება და შენარჩუნება. სტიპენდიის ფარგლებში ფინანსდება სასწავლო ვიზიტები ჯგუფებისთვის, მაქსიმუმ 15 სტუდენტი, უნივერსიტეტის პროფესორის თანხლებით. დოქტორანტთა ინდივიდუალური კანდიდატების დაფინანსება შესაძლებელია DAAD– თან კონსულტაციის შემდეგ. ჯგუფები სტუმრობენ გერმანიის მინიმუმ 2 უნივერსიტეტს და მონაწილეობას იღებენ იქ აკადემიურ პროგრამებში.
 

კულტურული პროგრამები ტარდება საღამოობით და შაბათ -კვირას.

 
განაცხადის ბოლო ვადაა – 1 თებერვალი, 1 მაისი, 1 ნოემბერი
 

სრულად სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.daad-georgia.org/de/foerderung-finden/stipendiendatenbank/?

Copy link
Powered by Social Snap