სამაგისტრო სტიპენდიები მალაიზიაში

მალაიზიის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში 2021-2022 სასწავლო წლისათვის გამოცხადდა სრული სტიპენდიები.  საერთაშორისო სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ისწავლონ მაგისტრატურის საფეხურზე მალაიზიის უნივერსიტეტებში 7 სხვადასხვა მიმართულებით:

 

  1. ეკონომიკა და საბანკო საქმე
  2. ბიზნესის მენეჯმენტი
  3. მეცნიერება და ტექნოლოგიები
  4. საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
  5. საჯარო პოლიტიკა
  6. სოფლის მეურნეობა
  7. სოციალური მეცნიერებები

 

სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის, ცხოვრების, მგზავრობის, დაზღვევისა და ვიზის ხარჯებს.

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 16 აგვისტო.

სააპლიკაციო ფორმა

დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ იხილეთ დანართში.