ლატვიის მთავრობა აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის ლატვიის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად.
სტიპენდიის ხანგრძლივობა
10 თვე – ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის;
11 თვე – დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.
ყოველთვიური სტიპენდია
500 ევრო – ბაკალავრის საფეხურზე;
600 ევრო – მაგისტრატურის საფეხურზე;
700 ევრო – დოქტორანტურის საფეხურზე.
კონკურსში მონაწილეობისთვის აპლიკანტმა წინასწარ უნდა მოიპოვოს მასპინძელი უნივერსიტეტის თანხმობის წერილი (წერილის შაბლონი და უნივერსიტეტების ჩამონათვალი იხილეთ ბმული).
დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 1 აპრილი, 2024