ლავალის უნივერსიტეტი იწყებს განაცხადების მიღებას კანადის სტიპენდიების მოსაპოვებლად 2022-2023 აკადემიური წლისთვის. სტიპენდიები განკუთვნილია A (ევროპის ინდუსტრიული ქვეყნები) და B კატეგორიების (განვითარებადი ქვეყნები) ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
შერჩეული კანდიდატები სწავლის პარალელურად ჩართული იქნებიან კანადის ეკონომიკურ და სოციალურ სექტორებში (ფინანსები, ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა), რაც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტიპენდიატებს, გაიღრმაონ პროფესიული უნარ-ჩვევები, რათა სწავლის დასრულების შემდეგ, თუ სურვილი ექნებათ, შეძლონ კანადაში მუშაობა.
სტიპენდიაზე განაცხადის გასაკეთებლად საჭიროა, თქვენ შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, ქვეყანა, ქალაქი, სწავლების საფეხური, მისამართი) გაგზავნოთ ელფოსტაზე: ilavalca@gmail.com და გამოითხოვოთ სარეგისტრაციო ფორმა.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 7 თებერვალი.
წყარო: ილიაუნი