თომფსონის სტიპენდიები ირლანდიაში

გამოცხადდა კონკურსი  ჯონ თომფსონის სტიპენდიაზე  2026 წლის სასწავლო წლისთვის  ირლანდიაში.

ჯონ თომპსონის სტიპენდია შეიქმნა DCU ბიზნეს სკოლისა და ბატონი ჯონ თომპსონის ოჯახის და მეგობრების მიერ, მისი ხსოვნის პატივსაცემად.თომფსონი ირლანდიის წამყვანი მედიამენეჯერების ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო. აღნიშნული სტიპენდია განკუთვნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლებიც აპირებენ მაგისტრატურის გაგრძელებას ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. ციფრული მარკეტინგი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მნიშვნელოვანი სფეროა.

ჯონ თომფსონის სტიპენდია 2025 ირლანდიაში არის ნაწილობრივ დაფინანსებული სტიპენდია საერთაშორისო სტუდენტებისთვის. DCU ბიზნეს სკოლის სტიპენდია ყოველწლიურად დაფარავს სწავლის სრულ საფასურს ერთი სტუდენტისთვის, იქნება ის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე თუ არა. სტიპენდია მხოლოდ ციფრული მედიის მიმართულებისთვის არის განკუთვნილი. ციფრული მარკეტინგის მაგისტრატურა შეიქმნა იმ მიზნით, რომ დაეხმაროს სტუდენტებს გააცნობიერონ, როგორ ცვლის მომხმარებელთა ქცევას ახალი და ციფრული ტექნოლოგიები. სტიპენდია სტუდენტებს შემოქმედებით ცოდნას შესძენს იმისათვის, რომ შეძლონ მომხმარებლებთან დაკავშირება და მათთან კომუნიკაცია ციფრული არხებისა და ტექნიკების გამოყენებით.

DCU-ის ჯონ თომპსონის სტიპენდიის მიზანია ხელი შეუწყოს ციფრულ მარკეტინგსა და ონლაინ ჟურნალისტიკას შორის კავშირების გაღრმავებას. ევროპული სტიპენდიების პროგრამა ახალბედა ჟურნალისტებს, ბიზნესის და სხვა სფეროების კურსდამთავრებულებს მოუწოდებს, რომ შეისწავლონ ციფრული მარკეტინგი, ინტეგრირებულად მედიასა და ონლაინ ჟურნალისტიკისადმი დაფასებასთან ერთად. სტიპენდია დაეხმარება სტუდენტებს გაიგონ ციფრული მარკეტინგის თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული მიდგომები. ამავდროულად, სტიპენდიანტები გაეცნობიან მრავალი პოპულარული ინდუსტრიული ტექნოლოგიის გამოყენებას. ისინი შეიძენენ სრულყოფილ ცოდნას ციფრული მარკეტინგის შესახებ, რომელიც მუდმივად ვითარდება.

 

 

კრიტერიუმები ჯონ თომპსონის სტიპენდიისთვის:

 

-განაცხადის გაკეთება შეუძლიათ აპლიკანტებს მთელი მსოფლიოდან;
-აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ კარგი ინგლისურის ცოდნა;
-სტუდენტებმა უნდა დაასრულონ ბაკალავრიატის პროგრამა მაღალ აკადემიური მოსწრებით (First-Class Degree);
-ასევე, მათ უნდა ჰქონდეთ ინტერესი და ზოგადი ცოდნა მარკეტინგის, მედიას, ბიზნესისა და ჟურნალისტიკის სფეროებში;
-აპლიკანტებმა უნდა დააკმაყოფილონ MSc ციფრული მარკეტინგის პროგრამის აკადემიური და შესვლის კრიტერიუმები;
-და ბოლოს, სტიპენდიის მისაღებად აპლიკანტებმა წინასწარ უნდა შეიტანონ განაცხადი DCU ბიზნეს სკოლაში ციფრული მარკეტინგის მაგისტრატურის პროგრამაზე.

 

რეგსიტარციის ბოლო ვადაა: 30 ივლისი, 2025 წელი

 

დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე.