სტიპენდიები ესპანეთში

კორუნას უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს „საერთაშორისო საზაფხულო სკოლა – 2022“ მონაწილეობისათვის სტიპენდიების მოსაპოვებლად, რომლის ჩატარება დაგეგმილია 2022 წლის 18 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზებული დაფინასება განკუთვნილია სწავლის, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად (2022 წლის 17-30 ივლისის პერიოდისათვის) და არ მოიცავს საერთაშორისო მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 20 მარტი.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს.

სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

წყარო:თსუ