სტიპენდიები ეკონომიკურ პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამებზე ევროპაში
ევროკომისია იწვევს საერთაშორისო პოლიტიკურ ეკონომიკასა და ეკონომიკისადმი ინსტიტუციურ მიდგომაში დაინტერესებულ პირებს, შეიტანონ განაცხადი სამაგისტრო პროგრამაზე, „ეკონომიკური პოლიტიკა გლობალური გარდაქმნისთვის“ (EPOG+).
ეს არის მსოფლიო კლასის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი და რომელიც მომავალი გამოწვევების დაძლევაზეა მიმართული. პროგრამა ამზადებს ექსპერტებს და მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერებს, რომლებიც აღჭურვილნი არიან თანამედროვე ცოდნით და უნარებით კონკრეტულ სფეროებში და საფუძვლიანად ერკვევიან ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში.
პროგრამა დაინტერესებულ პირებს სამ სპეციალიზაციას სთავაზობს:
A — ცოდნა, ინოვაცია და ციფრული გარდაქმნა;
B — მაკროეკონომიკა, ფინანსები და სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნა;
C — განვითარება, მდგრადი განვითარება და ეკოლოგიური გარდაქმნა.
სწავლების პირველი წელი ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში წარიმართება. კურსებზე სწავლება ინგლისურ ენაზეა.
სტუდენტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი დაფინანსებაზე, რომელიც მოიცავს 1 000 ევროს ოდენობის ყოველთვიურ სტიპენდიას და 5 000-დან 7 000 ევრომდე თანხას მგზავრობის და საცხოვრებელი ხარჯებისთვის.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 იანვარი.
დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე.