გოეთეს ინსტიტუტის მიერ გამოცხადდა კონკურსი გერმანული ენის მასწავლებლებისთვის გერმანიაში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებისთვის სტიპენდიების მოსაპოვებლად. პროგრამა გულისხმობს გერმანულის ცოდნის გაღრმავებას მეთოდოლოგიის / დიდაქტიკისა და გერმანული გაკვეთილების დაგეგმვის გზით, ასევე ციფრული მედიის გამოყენების უნარების გამოუჯობესებას სწავლების პროცესში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო საბუთებია:
- გოეთეს ინსტიტუტის განაცხადის ფორმა
- CV
- თქვენი გერმანული გაკვეთილების აღწერა
- დამსაქმებლის სერთიფიკატი დასაქმების შესახებ
თქვენი განცხადება ყველა დოკუმენტის ჩათვლით 2021 წლის 31 ოქტომბრამდე უნდა გაიგზავნოს გოეთეს ინსტიტუტში, საქართველოში პროგრამაზე პასუხიმგებელ პირთან, შემდეგ მისამართზე: Ana.Mshvildadze@goethe.de
დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული: https://www.goethe.de/ins/ge/de/spr/…