აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში კონკურსს აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს (სტუდენტი), რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურის იმ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა კვალიფიკაცია მიეკუთვნება ქართველოლოგიის მიმართულებას, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და, რომელთა ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების ქულა საშუალო არითმეტიკულით არის 81% და მეტი.
საბაკალავრო პროგრამები:
ქართული ფილოლოგია;
ქართული ენა და ლიტერატურა;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
ქართველური ენათმეცნიერება;
ქართული ლიტერატურა;
ლიტერატურის თეორია და ქართული ლიტერატურათმცოდნეობა;
ქართული ფილოლოგია;
ქართული სალიტერატურო ენა;
ქართული ლიტერატურის ისტორია;
შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ისტორია;
ახალი და უახლესი ქართული ხელოვნების ისტორია;
საქართველოს ისტორია
ერთჯერადი ფინანსური დახმარება სტუდენტებზე გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში ერთხელ, 1000 ლარის ოდენობით. თუ სტუდენტს კვალიფიკაციის მინიჭებამდე დარჩენილი აქვს მხოლოდ ერთი სასწავლო სემესტრი 500 ლარი.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახევ იხილეთ ბმულზე.