DAAD-ის სტიპენდია არქიტექტორებისთვის

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) გთავაზობთ 2022/2023 სასწავლო წელს სტიპენდიას გერმანიაში არქიტექტორებისთვის.
 
სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებმაც უკვე მიიღეს პირველი საუნივერსიტეტო ხარისხი არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, ძეგლთა დაცვის, ურბანული დაგეგმარების / ურბანული განვითარების, ლანდშაფტის არქიტექტურის ან ლანდშაფტის დაგეგმარების სფეროში.
 
სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში შეგიძლიათ ისწავლოთ თქვენი სურვილისამებრ არჩეულ სახელმწიფო ან სახელმწიფოს მიერ აღიარებულ გერმანულ უნივერსიტეტში.
 
დაფინანსების ხანგრძლივობაა 10 -დან 24 თვემდე და დამოკიდებულია არჩეული კურსის ან სასწავლო პროექტის ხანგრძლივობაზე.
 
სტიპენდიის სარგებელი: ყოველთვიური თანხა 861 ევროს ოდენობით, სუბსიდია მგზავრობის ხარჯებისთვის, ერთჯერადი სასწავლო მხარდაჭერა, ჯანმრთელობის დაზღვევა. გარდა ამისა,  დამატებითი შეღავათები(მაგ. ყოველთვიური ქირა ან ყოველთვიური გადასახადი თანმხლები ოჯახის წევრებისთვის) შეიძლება გაიცეს გარკვეულ პირობებში.
 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 სექტემბერი
 
სრულად სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე:  https://www.daad-georgia.org/de/foerderung-finden/stipendiendatenbank/?