
სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ გამოაცხადა მიღება ეროვნულ სასტიპენდიო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლისათვის.
განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, უნივერსიტეტის ლექტორებს, მკვლევრებსა და ხელოვანებს. ამასთან, სტუდენტებსა და დოქტორანტებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსების მოთხოვნაზე. უცხოელი აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება ონლაინ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.scholarships.sk.
ყოველთვიური სტიპენდია გაიცემა შემდეგი ჯგუფებისთვის:
- ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
- დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
- მკვლევრებისთვის, პროფესორებისა და ხელოვანებისთვის
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 30 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აპლიკანტებს (სტუდენტებსა და დოქტორანტებს), შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდნენ პროგრამის ადმინისტრატორს, სილვია ლიპოვსკას (ელ-ფოსტა: nsp-foreign2@saia.sk), ხოლო უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევრებს – სტიპენდიათა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ონდრეი არადსკის (ელ-ფოსტა: nspforeign@saia.sk).
დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდებზე: www.scholarships.sk