საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიის კონკურსი ადამიანის უფლებების დარგში

დაიწყო განაცხადების მიღება საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიაზე ადამიანის უფლებების დარგში “თავისუფლება-თანასწორობა-ძმობა” 2021 წლისათვის, რომელსაც საფრანგეთის პრემიერ მინისტრი გადასცემს.

1988 წელს დაარსებული ეს პრემია, მიზნად ისახავს, საფრანგეთსა თუ უცხოეთში დააჯილდოვოს და განხორციელების შესაძლებლობა მისცეს ინდივიდუალურ ან კოლექტიურ კონკრეტულ ქმედებებს, რომელთა მიზანია ადამიანის უფლებების ხელშეწყობა ან დაცვა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ან ინდივიდუალურმა კანდიდატებმა, მოქალაქეობისა თუ საზღვრების მიუხედავად, უნდა წარმოადგინონ კანდიდატურა, რომელიც შეესაბამება 2021 წლისთვის შერჩეული ორი თემიდან ერთ-ერთს. კანდიდატურა უნდა შედგებოდეს საფრანგეთში ან უცხოეთში განსახორციელებელი საველე ქმედებისგან ან პროექტისგან.

თემა n°1 : Covid-19 და ადამიანის უფლებების დაცვა
თემა n°2 : განათლება – საერთო ფასეულობა, ფუნდამენტური უფლება

პრემიის ხუთი ლაურეატი პარიზში, ოფიციალურ ცერემონიაზე იქნება მიწვეული. მათ გადაეცემათ მედალი და გაუნაწილდებათ ადამიანის უფლებების ეროვნული საკონსულტაციო კომისიის მიერ გამოყოფილი სუბსიდია, რომელიც ჯამში 70 000 ევროს შეადგენს და განკუთვნილია მათი პროექტების განსახორციელებისთვის. გამარჯვებულები საფრანგეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებების 2021 წლის პრემიის ლაურეატებად გამოცხადდებიან.

შემდეგი ხუთი ლაურეატი « განსაკუთრებული შეფასების » მედლით დაჯილდოვდება შესაბამის ქვეყანაში საფრანგეთის ელჩის მიერ.

კანდიდატურის განაცხადები შევსუბული უნდა იყოს ფრანგულად და უნდა გაიგზავნოს ადამიანის უფლებების ეროვნული საკონსულტაციო კომისიის გენერალურ სამდივნოში, 2021 წლის 17 ოქტომბრამდე, ბოლო ვადა.

კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.