სასწავლო სტიპენდიები ისრაელში

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს სტიპენდიებს 2022-2023 აკადემიური წლისთვის შემდეგი მიმართულებით:

1. საზაფხულო ენის კურსები (ულპანი)
2. ერთი სასწავლო წელი (ოქტომბრიდან ივნისამდე) მაქსიმუმ რვა თვის განმავლობაში (M.A., Ph.D. Post-doctor ან კვლევითი სწავლება)

 

ძირითადი მოთხოვნები:

-განმცხადებელს უნდა ჰქონდეს BA ან BSc ხარისხი (ან უფრო მაღალი) და ჰქონდეს აკადემიური მოსწრების კარგი ჩანაწერი.

-განმცხადებელი უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, სადაც ის განაცხადებს სტიპენდიაზე და იყოს 35 წლამდე (სასწავლო წლის დასაწყისში). ისრაელის მოქალაქეებს არ აქვთ უფლება წარადგინონ განაცხადი ამ სტიპენდიაზე. სტიპენდიის მიმღებებმა უნდა მიიღონ სტუდენტური ვიზა (A2), რომელიც გაცემულია ისრაელის საელჩოს მიერ, რომელსაც მათი განაცხადი წარედგინა.

-ინგლისური ან ებრაული ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი.

-განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს ისრაელის უნივერსიტეტის აკადემიურ მოთხოვნებს, რომელზეც ის მიმართავს. სტიპენდია გაიცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საჭირო ინსტიტუტი დაამტკიცებს კანდიდატის მიღებას.

 

ერთი სასწავლო წლის სტიპენდია მოიცავს:

-ნაწილობრივი სწავლის საფასური – განაცხადის შემთხვევაში (50% მაქსიმუმ 6000$-მდე)
-ყოველთვიური დახმარება ერთი სასწავლო წლისთვის (მხოლოდ 8 თვე, ოქტომბერი ივნისამდე)
-ჯანმრთელობის დაზღვევა

 

საზაფხულო ენის კურსის სტიპენდია მოიცავს:

1. სწავლის სრული საფასური
2. საერთო საცხოვრებელი
3. 3 კვირის დახმარება
4. ჯანმრთელობის დაზღვევა

 

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 30 დეკემბერი 2021

დამატებითი ინფორმაციისა და აპლიკაციის ფორმების მოსაძიებლად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://mfa.gov.il/…/Scholarships%20offered%20by%20the…

შესაბამისი აპლიკაციები გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: heb-sec@tbilisi.mfa.gov.il

 

დამატებითი ინფორმაცია ისრაელში ასრებულ სასწავლო პროგრამებზე: https://studyisrael.org.il/