სასწავლო სტიპენდიები თურქეთში

თურქეთის სახელმწიფო სასტიპენდიო პროგრამა  აცხადებს  სასტიპენდიო კონკურსს საქართველოს მოქალაქეებისთვის. თურქეთის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სტუდენტებსა და მკვლევარებს ეძლევათ საშუალება, ჩაირიცხონ თურქეთის პრესტიჟული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურისა და მაძიებლის პროგრამებზე;

სტიპენდია  სრულად დაფარავს თურქეთში  სწავლის, საცხოვრებლის, დაზღვევის ხარჯებს. ასევე გამარჯვებულები მიიღებენ  ყოველთვიურ სტიპენდიებს  1000 TL – ბაკალავრიატი,  1,400 TL მაგისტრატურა,  1,800 TL  სადოქტორო.

 

თურქეთის სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები უზრუნველყოფილ არიან:

⚪️ ყოველთვიური სტიპენდიით
⚪️ სწავლის საფასურის უზრუნველყოფით
⚪️ ჯანმრთელობის დაზღვევით
⚪️საერთო საცხოვრებლით
⚪️ თურქული ენის შემსწავლელი კურსებითა და ორმხრივი სამგზავრო ბილეთით.

🔸 აგრეთვე, მათ ეძლევათ აკადემიურ და კულტურულ პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობება;

2022 წელს სასტიპენდიო პროგრამის განაცხადები მიიღება 2022 წლის 10 იანვრიდან 20 თებერვლამდე, ონლაინ რეჟიმში, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე შემდეგ ელ. მისამართზე: tbbs.turkiyeburslari.gov.tr .

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე.