სასტიპენდიო პროგრამები ჩეხეთში

გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა ჩეხეთში 2025-2026 სასწავლო წლისთვის.  სასტიპენდიო პროგრამა განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების, ლექტორებისა და მკვლევრებისთვის და ითვალისწინებს მოკლევადიან სასწავლო ან კვლევით ვიზიტებს ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელ.ფოსტაზე: info-iec@iec.gov.ge, 2025 წლის 12 მარტის 15:00 საათამდე.

წარსადგენი დოკუმენტაციისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
https://rb.gy/01fb5u

 

სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება 2025 წლის 26 თებერვალს, 5 მარტს და 10 მარტს, 14:00 საათზე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში.