2023-24 აკადემიური წლისთვის გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი საქართველოს მოქალაქეებისათვის ჩინეთის სიჩუანის პროვინციის უნივერსიტეტებში სასწავლად.
სტიპენდიით სარგებლობა შესაძლებელია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების შემდეგ პროგრამებზე: კომპიუტერული ინჟინერია, კლინიკური მედიცინა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.
პროგრამებზე რეგისტრაციის ვადა განსხვავდება საფეხურებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გადადით ბმულზე.
წყარო:ილიაუნი