სასტიპენდიო პროგრამები კორეაში

2022 წელს კორეის სახელმწიფო სასტიპენდიო პროგრამა მიზნად ისახავს მიიწვიოს 1378 სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნების 137 რეგიონიდან, რომლებსაც სურთ მაგისტრის, დოქტორის ხარისხი ან კვლევის ჩატარება კორეაში.

1) გრანტის მიმღებთა რაოდენობა საქართველოდან: 5 სტუდენტი;

-საელჩოს შესარჩევი კვოტა: 4 სტუდენტი
– უნივერსიტეტის შესარჩევი კვოტა: 1 სტუდენტი (განაცხადის გაკეთება უნდა მოხდეს უნივერსიტეტიდან)

2) ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარედგინოს კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში, შემდეგ მისამართზე: ი.ჭავჭავაძის გამზირი, პირველი შესახვევი N 8. ვაკე, თბილისი (ნუგზარ საჯაიას N8 )

3) საბუთების შემოტანის ბოლო ვადა: 2022 წლის 4 მარტი (პარასკევი)
***მეორე რაუნდი (ინტერვიუ) ჩატარდება 2022 წლის 19 მარტს,(შაბათი)

აღნიშნული გასაუბრების თაობაზე, შერჩეულ აპლიკანტებს ეცნობებათ 11 მარტს ელექტრონული მისამართის და/ან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით.

4) საკონტაქტო:
ტელ.: +995 32 297 03 18; 297 03 20
ელ.ფოსტა: georgia@mofa.go.kr

გრანტის მოსაპოვებლად აპლიკანტმა წარმატებით უნდა გაიაროს შერჩევის პროცესის, რომელსაც ახორციელებს კორეის რესპუბლიკის საელჩო ან NIIED-ის მიერ შერჩეული უნივერსიტეტი.

უპირველეს ყოვლისა, გთხოვთ, შეამოწმოთ “2022 GKS-G Application Guidelines”, “2022 GKS-G University Information” და ყურადღებით გაეცნოთ, აღნიშნულ პროგრამაში:

პროგრამაში შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.