საზღვარგარეთთან ურთიერთობების ინსტიტუტის (ifa) 2024 წლის სასტიპენდიო პროგრამაზე „Cross Culture“-ზე განაცხადების მიიღება დაიწყო.
საზღვარგარეთთან ურთიერთობების ინსტიტუტი (ifa) იწვევს პროფესიონალებს და მოხალისეებს პოლიტიკისა და საზოგადოების, მედიისა და კულტურის, ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და ცირკულარული ეკონომიკის სფეროებიდან!
Cross Culture-პროგრამა მოიცავს:
- 2-3 თვიან პრაქტიკას გერმანიის ან პროგრამის პარტნიორი რომელიმე ქვეყნის ერთ-ერთ ორგანიზაციაში
- სემინარებსა და ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე
- CCP-ის სტიპენდიატთა და პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელში ჩართვას
- ფრენის, ვიზისა და ბინის ხარჯებს და ყოველთვიურ თანხას
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა: 18 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.ifa.de/en/…/