სასოფლო-სამეურნეო ინოვაციების საერთაშორისო კონკურსი

შვეიცარიის მთავრობა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სასოფლო-სამეურნეო ინოვაციების საერთაშორისო კონკურსს აცხადებენ.

 

კონკურსის მთავარი თემა: ინოვაცია სურსათის სისტემების ტრანსფორმაციისთვის.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კერძო პირებს, კომპანიებსა და ინსტიტუციებს. ჯილდოს მოპოვების მსურველებმა უნდა წარადგინონ წარმატებული ინოვაციური მიდგომები, რომლებსაც წვლილის შეტანა შეუძლიათ გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებების მდგრად განვითარებაში.

 

განცხადებები მიიღება ჯილდოს ორ კატეგორიაზე:

 

A კატეგორია: ინოვაცია და ციფრული ტექნოლოგიები მდგრადი სურსათის სისტემებისთვის.

ჯილდო: 30 000$
B კატეგორია: ინოვაცია სურსათის სისტემებში ახალგაზრდების (35 წლამდე) მხარდასაჭერად.

ჯილდო: 30 000$

 

განცხადებების მიღების ბოლო ვადა – 2021 წლის 19 მარტი.

 

ჯილდოს შესახებ კითხვების დასმა და განაცხადის ფორმის გაგზავნა შესაძლებელია მისამართზე:

Innovation-Award@fao.org

 

კონკურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცანით ვებგვერდზე: http://www.fao.org/innovation/awards/en/.