საპარლამენტო სტიპენდია გერმანიაში

გერმანიის ბუნდესთაგი ბერლინის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით პროგრამის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)“ ფარგლებში ყოველ წელს, დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს.

თუ ხართ ოცდაათ წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, თავისუფლად საუბრობთ გერმანულად და ხართ პოლიტიკით დაინტერესებული, მაშინ ეს კონკურსი თქვენთვის არის.

პროგრამა გრძელდება 2022 წლის პირველი მარტიდან 31 ივლისამდე.

📧 განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 2021 წლის 31 ივლისამდე შემდეგ მეილზე: ips@tifl.diplo.de (PDF-დოკუმენტის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 15 მბ-ს.)

დამატებითი ინფორმაცია კონკურსისა და პროგრამის შესახებ: www.bundestag.de/ips.