საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის – „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სამეცნიერო კომიქსების კონკურსს აცხადებს.
საკონკურსო მასალა უნდა განეკუთვნებოდეს სამეცნიერო კომიქსის ჟანრს და პასუხობდეს კონკურსის თემას: ასახავდეს მეცნიერების მიღწევებს, მეცნიერთა წარმატების გზას, სამეცნიერო სივრცეში მიმდინარე პროცესებს და ა.შ. სასურველია, ნამუშევარი წარმოაჩენდეს საქართველოს მეცნიერებასთან დაკავშირებულ თემებს (ქართველ მეცნიერთა ცხოვრების გზა და მათი სამეცნიერო მიღწევები, საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საქმიანობა, ქართველოლოგიური თემები, საქართველოში დადასტურებული სამეცნიერო აღმოჩენები და სხვ.) ან შეეხებოდეს ისეთ აქტუალურ სამეცნიერო საკითხებს, როგორებიცაა მსოფლიო პანდემია, ვირუსი, ვაქცინა.
საკონკურსო მასალების მიიღება 2021 წლის 3 ნოემებრამდე.
კონკურსის შედეგად საკონკურსო კომისია გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომლებიც ფულად ჯილდოს მიიღებენ:
I ადგილი: 1500 ლარი
II ადგილი: 1000 ლარი
III ადგილი: 700 ლარი
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: