სამეცნიერო გრანტების კონკურსი ფუნდამენტური კვლევებისთვის

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს უფნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს.

კონკურსის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადაა: – 2025 წლის 30 აპრილის 16:00 საათამდე;

 

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.