გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) გთავაზობთ სამაგისტრო სტიპენდიებს გერმანიაში ყველა სპეციალობისთვის. პროგრამის მიზანია გამორჩეულმა სტუდენტებმა, რომლებმაც სტიპენდიის დაწყების მომენტში დაასრულეს სწავლის პირველი ეტაპი (Bachelor, Diplom or comparable academic degree), შეძლონ სწავლის გაგრძელება გერმანიაში.
სტიპენდიანტები მიიღებენ თვეში 861 ევროს.
სტიპენდიის ხანგრძლივობაა 10-დან 24 თვემდე, რაც დამოკიდებულია არჩეული კურსის ხანგრძლივობაზე.
სტიპენდიები გაიცემა არჩეული კურსის სწავლის სტანდარტული პერიოდის განმავლობაში (მაქსიმუმ 24 თვე). ორწლიანი კურსების შემთხვევაში, სწავლის პირველი წლის შემდეგ სტიპენდიის გაგრძელების საკითხი, განვლილი კურსის მიღწევებით გადაიჭრება. პირველი წლის წარმატებით დასრულების შემთხევავაში სტიპენდია ავტომატურად გაგრძელდება.
განმცხადებლებს, რომლებიც განაცხადის გაკეთებისას უკვე გერმანიაში 2-წლიანი სამაგისტრო კურსის პირველ კურსს გადიან, შეუძლიათ სწავლის მეორე წლის სტიპენდიის მისაღებად განაცხადონ. ამ შემთხვევაში, სტიპენდიის გახანგრძლივება გამოირიცხება.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
• ონლაინ განაცხადის ფორმა; ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
• CV; (მაქსიმუმ 3 გვერდი)
სამოტივაციო წერილი; (1-3 გვერდი)
• Zulassung zum Studiengang – გერმანიის ერთი-ერთი უნივერსიტეტისგან, უნივერსიტეტში მიღების დადასტურების ცნობა; (წარდგენა შესაძლებელია სტიპენდიის დაწყებამდე, თუ ის ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი განაცხადის გაკეთების დროს).
ენის ცოდნა:
უნივერსიტეტში ადგილის მისაღებად და ასევე სტიპენდიის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ შესაბამისი ენის სერთიფიკატი (თუ სასწავლო ენა არის გერმანულიმაგ – DSH ან TestDaF. თუ სასწავლო ენა ინგლისურია – მაგ. TOEFL ან IELTS).
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 30 ოქტომბერი 2021
დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე.