სამაგისტრო სტიპენდიები ამერიკაში

ამერიკის საელჩო საქართველოში აცხადებს ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსს. სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში.

 

პროგრამა ხორციელდება უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of International Education, New York, U.S.A.) თანამშრომლობს აშშ-ის უნივერსიტეტების ფართო სპექტრთან, რათა უზრუნველყოს ფულბრაიტის შერჩეული კანდიდატებისთვის ყველაზე შესაფერისი აკადემიური პროგრამის მოძებნა.

 

აპლიკაციების მიღება ხორციელდება 2023 წლის 1 აგვისტოს 18:00 საათამდე. განმცხადებლებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო განაცხადი.

დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქცია იხილეთ ბმულებზე:

და http://iec.gov.ge