გამოცხადდა სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში “France Excellence 2025-2026”. სტიპენდიები განსაზღვრულია საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე.
სასტიპენდიო პროგრამა ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მოიპოვონ დაფინანსება საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე.
საქართველოსა და საფრანგეთის მხარეთა შეთანხმებით, საპარტნიორო პროგრამის, „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence“-ის ფარგლებში, 2025-2026 სასწავლო წლისთვის პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები/ დარგთაშორისი მიმართულებები/სპეციალობები:
– სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა და ვეტერინარია;
– ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;
– საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;
– ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
– ჟურნალისტიკა და ინფორმაცია;
– ჯანდაცვის მენეჯმენტი;
ასევე, განაცხადები შეიძლება განხილული იყოს შემდეგ მიმართულებებზე/ დარგთაშორის მიმართულებებზე/სპეციალობებზე:
– განათლება;
– სოციალური მეცნიერებები;
– ჰუმანიტარული მეცნიერებები;
– საჯარო მმართველობა;
– სამართალი;
– მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 იანვარი, 2025 წელი.
დამატებითი ინფორმაცია რეგისტრაციასა და პირობების შესახებ იხილეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე.