სამაგისტრო სტიპენდიები ჩინეთში

ჟენმენის უნივერსიტეტის აბრეშუმის გზის სკოლა (სუჭოუ, ჩინეთი) აცხადებს მიღებას სრულად დაფინანსებულ სამაგისტრო პროგრამაზე თანამედროვე ჩინეთის კვლევებში (Master of Contemporary Chinese Studies).

 

პროგრამა ორწლიანია და აერთიანებს 4 სპეციალიზაციას: ჩინეთის პოლიტიკა, ჩინეთის ეკონომიკა, ჩინური სამართალი და ჩინური კულტურა. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ჩინეთის ჟენმენის უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომი და მიენიჭებათ სამართლის მაგისტრის ხარისხი.

 

სწავლების ენა: ინგლისური

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.