
გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის. პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მოიპოვონ სტიპენდია საფრანგეთში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისაღებად, როგორც ფრანგულენოვან, ასევე – ინგლისურენოვან პროგრამებზე.
კონკურსში გამარჯვებული პირი დამოუკიდებლად აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს საფრანგეთში მისთვის სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე.
საკონკურსო განაცხადები მიიღება: 2022 წლის 10 თებერვლის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით).
2022-2023 სასწავლო წელს პროგრამის ფარგლებში საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მიზნით გაიცემა 15 სტიპენდია.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრის ვებგვერდს
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში კი დაგვიკავშირდით:
📩: info-iec@iec.gov.ge
📞: 0322 97 01 97