სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები საფრანგეთში

განაცხადების მიღება ეიფელის სტიპენდიაზე 2023 სასწავლო წლისთვის დაიწყო.

სააპლიკაციო პერიოდი: 2023 წლის 10 იანვრის ჩათვლით.

მითითებული თარიღი ეხება მიმღებ უნივერსიტეტებს, დაინტერესებული კანდიდატები კი, არაუგვიანეს ნოემბრის თვის განმავლობაში უნდა დაუკავშირდნენ სასურველ უმაღლეს დაწესებულებას საფრანგეთში.

 

ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტორო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვის მანძილზე) შემდეგ მიმართულებში :

 

– ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:

 

-ბიოლოგია და ჯანდაცვა
-ეკოლოგიური გარდაქმნა
-მათემატიკა და ციფრული მიმართულება
-საინჟინრო მეცნიერებები

 

– ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები:

 

-ისტორია, ფრანგული ენა და ცივილიზაცია
-სამართალი და პოლიტიკური მეცნიერებები
-ეკონომიკა და მართვა

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფრანგულ და ინგლისურ ენაზე:
https://www.campusfrance.org/fr/le-programme-de-bourses-d-excellence-eiffel

 

ყურადღება! ეიფელის სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ მიმღები უნივერსიტეტის მეშვეობით. კანდიდატები ირჩევენ ერთ უნივერსიტეტს და უკავშირდებიან მათ დოსიეს შესავსებად.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საქართველოში კამპუს ფრანსის წარმომადგენელს ნათია მსხალაძეს:
natia.mskhaladze@institutfrancais.ge.