ჩეხეთის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2022-2023 სასწავლო წლისთვის ჩეხეთში სასწავლებლად გამოყო 22 სრული სტიპენდია.
12 სტიპენდია განკუთვნილია ჩეხურ ენაზე სასწავლო პროგრამებისთვის, ხოლო 10 სტიპენდია – ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის.
სტიპენდიები ითვალისწინებს სასწავლო პროგრამებს შემდეგ სფეროებში: საინჟინრო, სამშენებლო, ეკონომიკა/ფინანსები, სოფლის მეურნეობა, მათემატიკა/სტატისტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა.
საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე