Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები იაპონიის უნივერსიტეტებში

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) აცხადებს კონკურსს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე იაპონიის უნივერსიტეტებში.

 

 იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA), მდგრადი განვითარების სფეროში ლიდერებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენელებისთვის ახორციელებს SDG Global Leader JFY (2021-2023) პროექტს და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სწავლას იაპონიის უნივერსიტეტებში 2 წლიან სამაგისტრო და 3 წლიან სადოქტორო პროგრამებზე, სხვადასხვა მიმართულებებში:
– ადმინისტრაციული პოლიტიკა
– ფინანსები
– საერთაშორისო პოლიტიკა/დიპლომატია
– რეგიონალური კვლევა
– საერთაშორისო ვაჭრობა/ინვესტიციები
– კატასტროფის რისკის შემცირება
– საზღვაო საკითხები და ა.შ.

პროგრამის მიზანია მდგრადი განვითარების სფეროში ლიდერებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების მომზადება, რაც გულისხმობს იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლას.

 

JICA-ს საქართველოს ოფისში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა: 6 ნოემბერი, 2020.

 

პროგრამის, უნივერსიტეტებისა და სააპლიკაციო ფორმის შესახებ, იხილეთ დანართები:

  1. ნფორმაცია-პროგრამის-შესახებ
  2. ნივერსიტეტების-სია
  3. სააპლიკაციო-ფორმა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა საბუთები უნდა წარადგინოს JICA საქართველოს ოფისში მიმდინარე წლის 6 ნოემბერის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 34, პიქსელის შენობა, მე-8 საერთული; საფოსტო კოდი: 0179; ტელ.: (+995 32) 2 50 07 80;

საკონტაქტო პირი – დავით მგალობლიშვილი: (+995) 558 48 18 43;

 

 

0Shares
0