უკრაინის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2022- 2023 სასწავლო წლისათვის გამოყოფს სტიპენდიებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.
სტიპენდიები გაიცემა შემდეგ მიმართულებებზე:
-სოციალური მეცნიერებები
-ჰუმანიტარული მეცნიერებები
-ტექნიკური
დაფინანსება მოიცავს სწავლის, ცხოვრების, დაზღვევის ხარჯებს და ასევე ყოველთვიურ სტიპენდიებს.
აპლიკანტებმა დანართში მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (უზნაძის ქ.N52) 2022 წლის 22 მარტის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.