ახალგაზრდა პუბლიცისტების მხარდაჭერის ინსტიტუტი (ifp) გერმანული ენის მცოდნე ახალგაზრდა ჟურნალისტებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან 2023 წლის 9 ივლისიდან 28 ივლისამდე სთავაზობს სამ კვირიან საკვალიფიკაციო სემინარს მიუნხენში.
აღნიშნული კურსები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ახალი ამბები/რეპორტაჟები, ინტერვიუები, მობილური რეპორტაჟები, ონლაინ კვლევა და გადამოწმება. სემინარის მესამე კვირა დაეთმობა ინტერვიუების პრაქტიკას კათოლიკური ჟურნალისტიკის სკოლის ტელესტუდიაში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაცია და საგანაცხადო ფორმა იხილეთ აქ: www.journalistenschule-ifp.de/ostkurs/ostkurs-2023