გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების ფედერალურმა სააგენტომ (bpb) სკოლის მოსწავლეებისთვის საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა, რომელიც სხვადასხვა ენობრივი დონისა და ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებისათვის განსხვავებულ დავალებებს მოიცავს.
გამარჯვებულები გაემგზავრებიან ხუთი დღით ბერლინში.
რეგისტრაცია და საკონკურსო მასალების წარდგენა მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში 2022 წლის 15 აპრილამდე.
დამატებითი ინფორმაცია რეგისტრაციასა და მონაწილეობის პირობებზე იხილეთ ბმულზე.
ასევე დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ კონკურსის ორგანიზატორებს: office@politikwettbewerbweltweit.de