საგრანტო შესაძლებლობა ესტონეთის საელჩოსგან

ესტონეთის საელჩო საქართველოში აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.

 

მცირე საგრანტო პროექტების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

-საქრთველოში დარეგისტრირებულ და მუდმივად მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ფონდებს;

-ესტონურ იურიდიულ პირებს პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ პარტნიორის სტატუსით ქართულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობით, რომლებიც შესაბამისობაში არიან ზემოთ აღნიშნულ კატეგორიებთან;

 

საგრანტო პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 15.000 ევრო. სასურველია, რომ შემოთავაზებული პროექტები დასრულდეს 2025 წლის ბოლომდე.

 

 აპლიკაციების მიღება დასრულდება 2025 წლის 25 მარტს.

დამატებითი ინფორმაცია გრანტის შესახებ იხილეთ ბმულზე.