საგრანტო კონკურსი სტარტაპებისა და არსებული ბიზნესებისთვის

“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი” (ძდექი) აცხადებს მცირე ბიზნეს ინიციატივების კონკურსს პროექტის – “სწრაფი რეგიონული განვითარება იმერეთსა და კახეთში” – ფარგლებში.

 

პროგრამის მიზანია იმერეთსა და კახეთში (6 სამიზნე მუნიციპალიტეტში: ზესტაფონი, წყალტუბო, ვანი, ყვარელი, ლაგოდეხი, გურჯაანი) მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება, დასაქმებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სამიზნე მუნიციპალიტეტებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ისევე როგორც მცირე ბიზნესის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა გენდერული ასპექტების გათვალისწინებით.

 

მნიშვნელოვანი დეტალები:

* დამწყები ბიზნესის შემთხვევაში გრანტის მინიმალური ოდენობა, რომლის მოთხოვნაც შეუძლიათ განმცხადებლებს, შეადგენს 14 500 ლარს, ხოლო მაქსიმალური ოდენობა – 130 500 ლარი.

* არსებული ბიზნესის განვითარების შემთხვევაში გრანტის მინიმალური ოდენობა, რომლის მოთხოვნაც შეუძლიათ განმცხადებლებს, შეადგენს 43 500 ლარს, ხოლო მაქსიმალური ოდენობა – 145 000 ლარი.

* ბიზნეს გრანტებისთვის პროექტის განხორციელების მინიმალური ვადა შეადგენს 3 თვეს, ხოლო მაქსიმალური ვადა – 6 თვე.

 

შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოიგზავნოს 2025 წლის 27 იანვრის, 18:00 საათამდე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@avng.ge ელექტრონული წერილის თემად (subject) მიუთითეთ: “ბიზნეს გრანტი”.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.