საგრანტო კონკურსი სკოლებისთვის

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი სოფლის საჯარო სკოლებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს.

კონკურსი ითვალისწინებს ორი პროექტის დაფინანსებას, როგორც საგანმანათლებლო, ასევე ინფრასტრუქტურული ხასიათის. მათი მიზანი კი სასწავლო პროცესის ხელშეწყობა-გაუმჯობესება უნდა იყოს.

პირველ ეტაპზე, 2022 წლის 1 ნოემბრამდე სკოლამ პროექტი ას სიტყვაში უნდა წარმოადგინოს.

2022 წლის 1 დეკემბერს ჟიური მეორე ეტაზე გადასულ 20 კანდიდატს გამოავლენს, რომლებმაც 200 სიტყვაში უნდა აღწერონ გრანტის საჭიროება ხარჯთაღრიცხვის ჩათვლით. 25 დეკემბერს ორი გამარჯვებული სკოლა დასახელდება.

-პროექტის შედგენაში, სასწავლო ნაწილთან ერთად, აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები

-თითოეულ გამარჯვებულ სკოლას ფონდისგან გრანტის სახით 8 ათასი ლარი გადაეცემა

მოგვიყევი შენი სკოლის ინფრასტრუქტურული ან საგანმანათლებლო საჭიროების შესახებ და გამოგვიგზავნე პროექტის 100 სიტყვიანი აღწერა წერილობით.

სასკოლო საგრანტო კონკურსის განაცხადის შესავსებად გადმოდით მითითებულ ლინკზე
👉 https://forms.gle/1ZT3snGcDH11TVMs9

პროექტების შეფასებასა და გამარჯვებული სკოლების გამოვლენაზე იზრუნებენ ჟიურის წევრები: გია მურღულია, ხათუნა რაზმაძე, ლევან ბექაია, გოგა ჩანადირი