შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2022 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსს.
კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური, ჯგუფური
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
2022 წლის 11 აპრილიდან 31 მაისის 18:00 სთ-მდე – პროექტის რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში – http://gmus.rustaveli.org.ge
დამატებიტი ინფორმაცია კონკურსის შესახებ და პირობები იხილეთ ბმულზე.