USAID მედია პროგრამა, ფაქტებზე დაფუძნებული, მიუკერძოებელი ჟურნალისტურ ნამუშევრების შესაქმნელად აცხადებს საგრანტო კონკურსს მედიებისთვის და კონტენტის ინდივიდუალური შემქმნელებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ფართო აუდიტორია და ფლობენ კონტენტის გავრცელების არხებს. განმცხადებლებმა უნდა შეარჩიონ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი:
1. თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის და გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე: ეკონომიკა, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, საკანონმდებლო ცვლილებები, ხელისუფლების ანგარიშვალდებულება.
2.როგორ სრულდება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წაყენებული 12 მოთხოვნის მე-7 პუნქტი, რომელიც მედიის თავისუფლებას გულისხმობს.
USAID მედიაპროგრამა” აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია, შეიქმნას ფაქტებზე დაფუძნებული და მიუკერძოებელი ჟურნალისტური პროდუქტი:
– მაღალი საჯარო ინტერესის მქონე თემებზე (ეკონომიკა, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, საკანონმდებლო ცვლილებები, ხელისუფლების ანგარიშვალდებულება)
-საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წაყენებული 12-პუნქტიანი მოთხოვნის მე-7 პუნქტის შესრულებაზე.
“IREX” აპირებს გასცეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) გრანტი მაღალი საჯარო ინტერესის მქონე თემების გაშუქებაზე (ბიუჯეტი $10 000). საერთო ჯამში $60 000. პროექტის ხანგრძლივობა 6-8 თვე. დაწყების სავარაუდო თარიღი 2023 წლის 1-ელი მაისი.
“IREX” აპირებს გასცეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) გრანტი მედიის თავისუფლების პუნქტის შესრულების თემაზე (ბიუჯეტი $5 000). საერთო ჯამში $30 000. პროექტის ხანგრძლივობა 3-4 თვე. დაწყების სავარაუდო თარიღი 2023 წლის 1-ელი მაისი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან ჟურნალისტურ საქმიანობას (ნაციონალური და რეგიონული სატელევიზიო მედია, ონლაინ მედია).
განაცხადის სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10 აპრილი, 2023 წელი