საგრანტო კონკურსი კერძო სექტორისთვის

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს კერძო სექტორისთვის. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ისეთი პროდუქტები და სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების განვითარებას. ქვემოთ იხილეთ პროექტების რამდენიმე საილუსტრაციო.

 

მაგალითი:

  • სატელევიზიო თოქ შოუები სამოქალაქო განათლების საკითხებზე
  • მობილური აპლიკაციის შექმნა/პოპულარიზაცია ახალგაზრდებისთვის აქტუალური კონკრეტული პრობლემის გადაჭრის მიზნით
  • სამოქალაქო განათლების სამაგიდო თამაშის შექმნა და მისი პოპულარიზაცია სკოლებში / ახალგაზრდებში
  • პოდკასტების სერიის შექმნა მოზარდებისთვის აქტუალურ საკითხებზე
  • მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის მხარდამჭერი სერვისის შექმნა
  • სამოქალაქო განათლების შესახებ ინტერაქტიული წიგნის ან რესურსის გამოცემა/პოპულარიზაცია
    და ა.შ.

 
აღნიშნული მაგალითები არის მხოლოდ საილუსტრაციოდ, კომპანიას შეუძლია წარმოადგინოს ნებისმიერი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების განვითარებას.
 
მნიშვნელოვანია იმის დასაბუთება, რომ გრანტის მიმღები შეძლებს საკუთარი პროდუქტით მომხმარებელთა ფართო წრის დაინტერესებას. საპროექტო განაცხადში ხაზგასმით უნდა იყოს დასაბუთებული, თუ როგორ იარსებებს პროდუქტი თუ სერვისი საგრანტო თანხის ამოწურვის შემდეგ.
 
განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს და ისინი ეტაპობრივად განიხილება.
 
წარმოდგენილი პროექტის განსახორციელებლად დონორისგან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 50,000 აშშ დოლარს.
 
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

  • მარტივი განაცხადის ფორმის შევსება
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არქონის შესახებ

 
დაინტერესებულ პირებმა შეკითხვები გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: ge-grants@ph-int.org
ან დარეგისტრირდით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე: იხილეთ ბმული
 
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.