საგრანტო კონკურსი ინდივიდებისთვის

შემოქმედებითი კავშირები პროექტ „შემოქმედებითი კომპასის“ საგრანტო კონკურსია, რომელიც საქართველოს რეგიონების კულტურისა და შემოქმედებით სექტორებში ახალი შესაძლებლობების გაჩენას, ცოდნის გაცვლასა და თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს.

 

აღნიშნული საგრანტო პროგრამა მხარს უჭერს ხელოვანებს, შემოქმედებით მეწარმეებს, კულტურისა და სათემო მუშაკებს, რათა განახორციელონ საზოგადოებაზე ორიენტირებული კულტურული და შემოქმედებითი პროექტები, რომლებიც სარგებელს მოუტანს ადგილობრივ თემს.

 

მიზანი:
ხელოვანების, შემოქმედებითი მეწარმეების, კულტურისა და სათემო მუშაკების მხარდაჭერა საქართველოს რეგიონებში, რათა მათ განახორციელონ საზოგადოებაზე ორიენტირებული ინიციატივები, რომლებიც:

-მხარს უჭერს სექტორის მდგრად განვითარებას რეგიონებში, და/ან ხელს უწყობს კულტურული ლანდშაფტის განვითარებას, და/ანხელს უწყობს ცოდნის გაცვლასა და კავშირების დამყარებას.

საგრანტო განაცხადი აუცილებელია მოიცავდეს პროცესში ადგილობრივი თემის აქტიურ ჩართულობას. ინიციატივები უნდა განხორციელდეს საქართველოს რეგიონებში.

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის:

-გაიარეთ რეგისტრაცია გოეთეს სააპლიკაციო პორტალზე Application Portal (GAP)

-შეავსეთ განაცხადის ფორმა

 

საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 მარტი, 23:59 საათი.

დამატებითი ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.