საგრანტო კონკურსი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის

ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერის მიზნით, აცხადებს საგრანტო კონკურსს. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS), სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (CSF), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის (IJH) მიერ.
 
პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჩართულობისა და დემოკრატიული ზედამხედველობის ხელშეწყობა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად.
 
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, სათემო ორგანიზაციებსა და სათემო ჯგუფებს საქართველოში.

 

კონკურსის მიზანი:

საგრანტო კონკურსის მთავარი ამოცანაა ისეთი ინიციატივებისა და პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, მასში საზოგადოების ფართო ჩართულობას, ევროკავშირის მიმართ ინტერესისა და ინფორმირებულობის გაზრდას ქვეყნის მასშტაბით – საქართველოს რეგიონებში, სოფლებსა და თემებში.
 
კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებული უპირატესობა მიენიჭება ინოვაციურ იდეებს, ინიციატივებს და ისეთ აქტივობებს, რომელიც მიწვდება მათ შორის რთულად მისადგომ დასახლებებსა და მცირე სათემო ჯგუფებს.

 

კონკურსის მიზანია პროექტების მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს მათ შორის, შემდეგ აქტივობებს:

ა. საკომუნიკაციო და საინფორმაციო კამპანიები, მედია ინიციატივები ცნობიერების ამაღლების ხელშესაწყობად;

ბ. მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება (მათ შორის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების მონიტორინგის საფუძველზე;

გ. საზოგადოებრივი და სათემო ინიციატივები, მათ შორის ახალგაზრდობის მონაწილეობით.

აქტივობები უნდა შეესაბამებოდეს პროექტის ძირითად მიზანს: საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზება.

 

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2024 წლის 23 აპრილი, 18:00.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://eu4georgia.eu/ka/sakartvelos-evr…