იაპონიის მთავრობა იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის აცხადებს სტიპენდიას 2022 წლის იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში.
პროგრამის გაიდლაინების და სააპლიკაციო ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ვებ-გვერდებიდან:
საბაკალავრო პროგრამა: https://www.studyinjapan.go.jp/en/smap_stopj-applications_undergraduate.html
მკვლევარის პროგრამა: https://www.studyinjapan.go.jp/en/smap_stopj-applications_research.html
მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ საქართველოში იაპონიის საელჩოში 2021 წლის 25 ივნისამდე.
* კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იაპონიის საელჩოს კულტურის განყოფილებას:
ტელ: +995-32-2752111
ელ-ფოსტა: culture@tb.mofa.go.jp
მონაწილეობის მსურველებს მოეთხოვებათ პროგრამის გაიდლაინების ყურადღებით გაცნობა. არასაკმარისი დუკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, აპლიკაცია შეიძლება იყოს უარყოფილი.
პირველადი განხილვის შედეგად, შემდეგ ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს საელჩო შეატყობინებს წერითი გამოცდის თარიღს და ადგილს. გამოცდის საგნები მითითებულია პროგრამის გაიდლაინებში. საელჩო გასაუბრებაზე მოიწვევს წერით გამოცდაში წარმატებულ აპლიკანტებს.