საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიები იტალიაში

კალაბრიის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2021-2022 სასწავლო წლის სტიპენდიებისთვის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე. სტიპენდიები განკუთვნილია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც არიან წარმატებული სტუდენტები.

 

უნივერსიტეტი სულ გასცემს 120 სტიპენდიას. სტიპენდიაში შედის სწავლის საფასური (€ 1.000), საცხოვრებელი, უნივერდსტრტის კამპუსში კვება (€ 6.000) და სახარჯო ფული  € 1.700 მდე.

 

სტიპენდიის მისაღებად რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები უნდა ატვირთოთ პდფ ფორმატით სარეგისტრაციო გვერდზე, არაუგვიანეს 2021 წლის  14 მაისისა.

 

საჭირო დოკუმენტები:

-პასპორტის ასლი
-რეზიუმე
– საშუალო სკოლის ატესტატის ასლი
– ბაკალავრის დიპლომის ხარისხის ასლი ( იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი რეგისტრირდება მაგისტრატურის პროგრამაზე)
-უნივერსიტეტის ნიშნების ფურცელი
-უნივერსიტეტში გავლილი ყველა საგნის სილაბუსი (სასწავლო გეგმა)
-იტალიური ენის სერთიფიკატი (თუ ფლობთ)
-ინგლისური ენის სერთიფიკატი (თუ ფლობთ)

საბაკალავრო და სამაგისტრო ფაკულტეტების სანახავად და დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:

https://www.unical.it/portale/ateneo/international/studenti/unicaladmission/

რეგისტრაციისათვის გადადისთ ბმულზე:

https://www.unical.it/portale/ateneo/international/studenti/unicaladmission/how_to_apply