რუმინეთის მთავრობის სტიპენდიები

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2022-2023 აკადემიური წლისათვის აცხადებს კონკურსს ყოველწლიური სამთავრობო სტიპენდიების მოსაპოვებლად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის შემდეგ საფეხურებზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.

 

საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე სწავლა მიმდინარეობს მხოლოდ რუმინულად, სადოქტორო საფეხურზე კი – როგორც რუმინულ, ასევე სადოქტორო სკოლის მიერ განსაზღვრულ უცხო ენაზე. აპლიკანტს, რომელიც რუმინულ ენას არ ფლობს, სწავლის დაწყებამდე შეუძლია გაიაროს რუმინული ენის 1-წლიანი მოსამზადებელი კურსი.

 

რუმინეთის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადები მიიღება  2022 წლის 15 მარტის ჩათვლით.

 

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს