საფრანგეთის მთავრობისა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის 2019 წლის 5 აპრილს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე გამოცხადდა სტიპენდიები საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე.
პროგრამა “სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2021-2022” ხორციელდება საფრანგეთის მთავრობის, კამპუს ფრანსისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.
სტიპენდიები ქართველ სტუდენტებსა სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (ფრანგულ, ან ინგლისურენოვან პროგრამებზე). პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.
პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება ცენტრის ვებგვერდზე – www.iec.gov.ge – დაწყებულია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 5 მარტი, 2021 წელი.
პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებები გახლავთ:
🔸განათლება
🔸სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია
🔸ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა
🔸ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
🔸საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა
🔸ჰუმანიტარული მეცნიერებები
🔸სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
🔸სამართალი
🔸მენეჯმენტი
🔸საჯარო მმართველობა.
საფრანგეთის გარდა, განათლების საერთაშრისო ცენტრმა გამოაცხადა სხვა საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამები. პროგრამები კარგი შესაძლებლობაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა სწავლა გააგრძელონ და აკადემიური ხარისხი მოიპოვონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.
გამოცხადებული პროგრამებია:
• საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები
• საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები
• საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები
• საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა
• სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში
• აკადემიური პროგრამები იტალიაში
ყოველწლიურად სასტიპენდიო პროგრამებით განათლების საერთაშორისო ცენტრი დაახლოებით 200-მდე სტუდენტს აფინანსებს.
პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება ცენტრის ვებგვერდზე – www.iec.gov.ge – დაწყებულია. საფრანგეთსა და იტალიაში სასტიპენდიო კონკურსებზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 5 მარტი, 2021 წელი. ხოლო დანარჩენ პროგრამებზე 5 აპრილი.
პროგრამით დაინტერესებულ კონკურსანტებთან პერიოდულად გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები. კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ელექტრონული რესურსებითაც, ცენტრის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში ან პროგრამული სამსახურის ელფოსტის: info-iec@iec.gov.ge მეშვეობით.