როგორ ვისწავლოთ გერმანული ენა ინტერნეტით?

სტატისტიკის თანახმად, გერმანული ენა ევროპაში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ენების რეიტინგშია. ევროპელი მოსახლეობის 18%-ის მშობლიური ენაა გერმანული, ხოლო ინგლისური, იტალიური და ფრანგულენოვანი ენების წილი მხოლოდ 12% -დან 13% -მდეა.

მონრეალის კონკორდიას უნივერსიტეტის განათლებისა და ტრენინგის პროფესორ პეტერს ლაითბაუნის თქმით, დაახლოებით 600 საათია საჭირო გერმანულ ენაზე საუბრისთვის. ამასთან, საკმაოდ დიდი ბიუჯეტია საჭირო 600 საათის გერმანული კერძო გაკვეთილების დასაფინანსებლად. ხშირ შემთხვევაში სტუდენტისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული კერძო გაკვეთილების დაფინანსება. მეორეს მხრივ, ინტერნეტი საშუალებას გაძლევთ უფასოდ ისწავლოთ გერმანული ენა ან გაეცნოთ გერმანული ენის ონლაინ კურსებს.

Stipendia.ge გთავაზობთ, იმ, უფასო საშუალებებს, რომელთა გადმოწერეთ ან გამოყენებით შესაძლებელია სახლში გერმანული ენის დამოუკიდებელად სწავლა.

 

როგორ დავიწყოთ ?

პირველ რიგში, აუციელებელია გაარკვიოთ ენის ცოდნის დონე. ამაში ე.წ Einstufungstest-ი დაგეხმარებათ. ტესტის დახმარებით შეგიძლიათ გაიგოთ, რამდენად კარგია თქვენი გერმანული ენა: დამწყები ხართ, ხართ მოწინავე, თუ უკვე პროფესიონალი? ეს ტესტი თავდაპირველ წარმოდგენას გიქმნით იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად გესმით წერითი და ზეპირი გერმანული ტექსტები და რამდენად კარგია თქვენი გრამატიკისა ან ლექსიკის უნარები.

Einstufungstest-ი შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ გუგლის მეშვეობით, ინტერნეტში, არაერთ საიტზე შეიძლება ამგვარი ტესტის მოიძიება. მაგალითისთვის, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ლინკები:

https://www.goethe.de/de/m/spr/kup/tsd.html
https://www.sprachtest.de/einstufungstest-deutsch

 

შემდეგი ნაბიჯი?

მას შემდეგ, რაც Einstufungstest-ის დახმარებით, მიახლოებით, გაარკვევთ თქვენი ცოდნის დონეს გერმანულ ენაში, უნდა აარჩიოთ სასურველი პლატფორმა, რომელიც თქვენითვის ყველაზე მოსახერხებელი იქნება.
Stipendia.ge გთავაზობთ ყველა, ძირითად, უფასო ალტერნატივას (აპლიკაციები, ვიდეო პლატფორმები, იუთუბ არხები, პოდკასტები, რადიოგადაცემები) გერმანული ენის დამოუკიდებლად შესასწავლად.

 

აპლიკაციები

ინტერნეტ სამყარო სავსეა ვებგვერდებითა და პროგრამებით, რომელთა ამომწურავი ჩამოთვლა შეუძლებელია. Stipendia.ge გთავაზობთ ოთხ ყველაზე პოპულარულ აპლიკაციას. ესენია: Duolingo, Babbel, Goethe-Institut-App, Memrise.

Duolingo – აპლიკაცია უფასოა და შეგიძლიათ მარტივად გადმოწეროთ. სწავლას იწყებთ რამდენიმე გერმანული სიტყვის შესწავლით და მოსწავლე თანდათანობით პროგრესირებს წინადადებებით, რომელთა გამოთქმაც უფრო და უფრო რთულდება. როდესაც თქვენ წარმატებით დაასრულებთ ერთ დონეს, მიიღებთ წვდომას შემდეგ უფრო მაღალ დონეზე, რაც უზრუნველყოფს სტუდენტის მუდმივად გაუმჯობესებას.
აპლიკაცია აერთიანებს მოსმენას, ვერბალურ მონაწილეობას და ვიზუალურ მეხსიერებას გერმანულ გრამატიკაზე ყოველდღიური კითხვების ტესტების საშუალებით: თქვენ თანდათან სწავლობთ წინადადებების ფორმულირებას და ამით აფართოებთ თქვენს გერმანულ ლექსიკონს.

Babbel-ი უცხო ენების სწავლისთვის კარგად ნაცნობი პლატფორმაა. გერმანული ენის შესწავლა იწყება ტესტის ჩატარებით, რათა შეფასდეს მოსწავლის ენის დონე. რის შემდეგაც, თქვენი ცოდნის შესაბამისად, გთავაზობთ როგორც გრამატიკულ, ასევე ლექსიკის გასაუმჯობლესებად სავარიჯიშოებს. გაკვეთილები მოიცავს გერმანული ლექსიკის გამეორებას, გამოთქმის გაუმჯობესებას და ა.შ

Goethe-Institut-App – გოეთეს ინსტიტუტი არის ერთ – ერთი საუკეთესო აპლიკაცია გერმანული ენის სწრაფად შესასწავლად და ძირითადი ლექსიკის მოსაპოვებლად, რადგან ის თამაშების საშუალებით ასწავლის გერმანულ ენას.
აპლიკაცია განსაკუთრებით ეფექტიანია დამწყებთათვის, იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც სურთ სწრაფად შეისწავლოთ გერმანული ენის A1 დონე.

Memrise -ში გერმანული ენის გაკვეთილები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. აქ არის კურსები როგორც მოწინავე სტუდენტებისთვის, ასევე გაკვეთილები დამწყებთათვის. აპლიკაციაში შეგიძლიათ ისწავლოთ როგორც სამეცინიერო გერმანული ენა, ასევე ისწავლოთ მარტივი გერმანული – მაგ.: „Guten Morgen“ ან „Guten Tag“. ამ აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ გააკეთოთ გერმანული სავარჯიშოები კონკრეტულ თემებზე და რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დღეში მინიმუმ ხუთი სიტყვა ისწავლონ.

 

ვიდეო პლატფორმები და იუთუბ არხები

ვიდეობი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გერმანული ენის შესასწავლად, მათთვის, ვისაც სწავლისთვის ნაკლები დრო აქვთ ან ხშირად გზაში არიან. ვიდეობი ხშირად უფასოა და საშუალებას იძლევა გერმანულ ენას მოუსმინოთ ყოველთვის, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მაგ. მანქანაში, სახლში, საყიდლებზე, სირბილში, ვარჯიშის დროს, საღამოს დაძინებამდე – გერმანული ენის მოსმენა ყოველთვის შეიძლება. შედეგად კი, გააუმჯობესებთ გამოთქმას და ენის დონეს, მნიშვნელოვანი ძალისხმევის გარეშე.

Kika – ვეგვერდი გთავაზობთ საბავშვო პროგრამებსა და ფილმებს ყველა ასაკის ბავშვებისთვის.

Deutsche Welle – ვიდეობი მოცემული დონეების მიხედვით, რაც აადვილებს სწავლის პროცესს.

ARD Mediathek – საიტზე ხელმისაწვდომია ფილმები, სერიალები და გადაცემები გერმანულ ენაზე

Deutsch Global – სამი გერმანელი მასწავლებლის ერთობლივი პროექტი გთავაზობთ უამრავ ვიდეოს – ტექსტების, გრამატიკისა და კულტურის შესწავლის შესახებ. სუბტიტრები ხელმისაწვდომია ინგლისურ, ბერძნულ, რუმინულ და რუსულ ენებზე.

Deutsch lernen mit der DW – გასართობი იუთუბ-არხი. გერმანული კურსები დამწყებთათვის ან მოწინავე შემსწავლელთათვის. არხზე იპოვით ვიდეობს მრავალენოვანი სუბტიტრებით და პროფესიონალური გერმანულით. ასევე, ხელმისაწვდოამია პოდკასტები და არაერთი საინტერესო ვიდეო.

Easy German – ავთენტური ვიდეოები გერმანული და ინგლისური სუბტიტრებით მეტყველების ნორმალური ტემპით. ახალი ვიდეოები ქვეყნდება კვირაობით მოწინავე მომხმარებლებისთვის და ოთხშაბათობით კი – დამწყებთათვის. არხი ასევე გთავაზობთ პოდკასტებს.

Deutsch mit Marija – მარიასთან ვიდეოები ძირითადად სპონტანურად იქმნება. ვიდეოები განსაკუთრებით შესაფერისია უმაღლესი დონის გამოცდის მოსამზადებლად.

Praxis Spezialverlag DaF – არხი გთავაზობთ მოკლე, მკაფიო ვიდეოებს. განსაკუთრებით საინტერესოა საგამოცდო სიმულაციები.

DW: Nicos Weg – სერიალი მოკლე ვიდეობით. ნიკო დაეშვება აეროპორტში და კარგავს ჩანთას საკონტაქტო მისამართით. ვიდეობი იწყება A1 დონით და სწავლსთან ერთად დონე იმატებს, დიალოგები რთულდება და პროცესიც უფრო საინტერესო ხდება. ვიდეობი მოცემულია სუბტიტრებით.

Sing mit mir – Kinderlieder – ეს პოპულარული არხი გთავაზობთ საბავშვო სიმღერებს და მულტფილმებით ანიმაციურ ვიდეოებს. ვიდეობს ასევე აქვთ სუბტიტრები.

Hallo Deutschschule – ციურიხის ენის სკოლის ანიმაციური ვიდეოები რეალური სასაუბრო სიტუაციებით. ვიდეობი მოცემულია დონეების მიხედვით და ხშირ შემთხვევაში წინადადებები მეორდება, რაც შესაძლებლობას იძლევს გამოთქმის გაუმჯობესებასაც. სუბტიტრები ხელმისაწვდომია მრავალ ენაზე.

Andrea Thionville – გრაფიკულად მომზადებული მულტფილმების ვიდეოები, რომლებიც განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა დამწყებთათვისაც ძალიან მოსახერხებელია. ვიდეობი განსაკუთრებით ხელს უწყობს ლექსიკის გაუმოჯობესებას.

Learn German with Anja – მხიარული ანია მაყურებელს ანახებს ბერლინს. თუკი სურვილი გაქვს ყოველდღიური გერმანულის, ანდა ახალგაზრდული ენის სწავლა, ეს არხი შენთვის არის. ფრაზები ხშირად ითარგმნება ინგლისურ ენაზე.

 

სხვა საინტერესო იუთუბ არხები:

Uwe Kind & LingoTech
24 h Deutsch
freeGermanlessons
Deutsch mit Benjamin

 

პოდკასტები და რადიოგადაცემები

Germanpod101.com – პოდკასტის არხი გერმანული ენის სწრაფად და მარტივად შესასწავლად.  საიტი აწყობილია ინგლისურ ენაზე, მაგრამ მისი გამოყენება მარტივია. პოდკასტი გთავაზობთ უფასო კურსებს, გადაცემებს, ტრენინგებს და თითოეულ დონეზე ადაპტირებულ სავარჯიშოებს.

Goethe-Institut გთავაზობთ უამრავ პოდკასტს მრავალ თემაზე.

Slow German – გერმანელი ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული კურსები დამწყებთათვის და მოწინავე სტუდენტებისათვის.

Warum Nicht – პოდკასტი იდეალურია თქვენი გამოთქმის გასაუმჯობესებლად, გერმანული ენის გრამატიკის დონის, უღლებათა ან ნაცვალსახელების ცოდნისთვის და ა.შ.

Langsam gesprochene Nachrichten – გერმანული ამბების მოსმენა გერმანულად.

Lichte Momente – პოდკასტის არხი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, გერმანული ლექსიკის შესასწავლად.

Audio Lingua – ათობით პოდკასტი, რომელთა ჩამოტვირთვა შესაძლებელია გერმანულად; არხზე, კვირის განმავლობაში, ორი ან სამი გადაცემა იდება.

Deutschlandradio.de – გერმანული რადიოსადგური.  გერმანული რადიოს მოსმენა მოითხოვს ენის მაღალ დონეზე ცოდნას და მოსმენის მაღალ უნარებს.

 

stipendia.ge გისურვებთ წარმატებებს.

Copy link
Powered by Social Snap