ჟენევის უნივრსიტეტი, გაეროს ჟენევის ოფისთან (UNOG) თანამშრომლობით, 2024-2025 აკადემიური წლისთვის აცხადებს მიღებას ევროპისმცოდნეობისა და საერთაშორისო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე (MEIG Programme).
სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის გადასახადს და ასევე გამონაკლის შემთხვევებში ნაწილობრივ ცხოვრების ხარჯებს.
სწავლის პერიოდი: 2024 წლის სექტემბერი – 2025 წლის ივლისი.
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები
კანდიდატს დამთავრებული უნდა ჰქონდეს სწავლა ბაკალავრიატის საფეხურზე შემდეგი განხრით: საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა ან სამართალი;
ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (დეტალები იხილეთ აქ);
სამუშაო გამოცდილების ქონა სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტები
შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ აქ);
სამოტივაციო წერილი (მაქს. 500 სიტყვა);
განახლებული რეზიუმე (თან უნდა ახლდეს ფოტო);
პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (ნიშნების ფურცელი);
ინგლისური ენის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი;
ასეთის არსებობის შემთხვევაში, სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა.
კანდიდატებს, რომლებსაც სურთ სრული სტიპენდიის მოპოვება დამატებით უნდა გაგზავნონ კიდევ ერთი აპლიკაციის ფორმა (იხილეთ აქ).
ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ (ან ფრანგულ) ენაზე. კანდიდატებმა აღნიშნული დოკუმენტები უნდა გაგზავნონ მეილზე: meig@unige.ch.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა:
პირველი დედლაინი (სტიპენდიის მსურველებისთვის): 15 ნოემბერი, 2023 წელი.
მეორე დედლაინი: 31 დეკემბერი, 2023 წელი.
მესამე დედლაინი: 15 თებერვალი, 2024 წელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს – https://www.meig.ch/admissions/
წყარო: ილიაუნი