
ნიდერლანდების საელჩო აცხადებს 2025 წლის საპროექტო განაცხადების მიღებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.
პროექტის მაქსიმალური თანხაა: 70 000 ლარი
კრიტერიუმები:
– კონკურსი ღიაა საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი, უპარტიო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. პრიორიტეტი მიენიჭება თბილისის ფარგლებს გარეთ მომუშავე პროექტებსა და ორგანიზაციებს.
– ორგანიზაციას შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი წინადადება და მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის მიხედვით: ანუ MATRA-ს ან ადამიანის უფლებათა ფონდის ფარგლებში.
– პროექტების დაწყების თარიღი 2025 წლის 1 აპრილიდან 2025 წლის 15 ივნისამდე.
– პროექტისთვის ნიდერლანდების საელჩოდან მოთხოვნილი ბიუჯეტი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 70 000 ლარი.
– სხვა დონორებთან თანადაფინანსება დასაშვებია.
– პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 6-დან 18 თვემდე.
აპლიკაციების გაგზავნის ბოლო ვადაა: 21 თებერვალი, 2025 წელი.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.