ევროკავშირის მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამის (GEO-CAP) ფარგლებში აცხადებს პოსტერების კონკურსს გრაფიკოს-დიზაინერებისათვის: იმოქმედე კლიმატისთვის! (Act4Climate)
დავალება:
🌏 შექმენით პოსტერი, რომელიც აჩვენებს, კლიმატის ცვლილების პროცესებს, გამოწვევებსა და შესაძლო გადაჭრის გზებს; წარმოაჩენს კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებს და ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას კლიმატის ცვლილების მიმართ; ასევე, წაახალისებს საზოგადოებას მარტივი, ყოველდღიური ქმედებების გამოყენებით შეიტანოს წვლილი კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების შემცირებაში.
🌏 კონკურსის ფარგლებში მისაღებია გრაფიკული დიზაინის ნებისმიერი ტიპის პოსტერის წარმოდგენა. გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმალურად წახალისებულია შემოქმედებითი ნამუშევრები! კონკურსის მიზანია ისეთი მესიჯის შექმნა, რომელიც ვიზუალურად მოხიბლავს და დააფიქრებს მნახველს.
➡ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 7 ოქტომბერი 2021, 18:00 საათი.
➡კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს
➡გთხოვთ, ნამუშევრები გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე Marie.kikvadze@cenn.org
სათაურით „პოსტერების კონკურსი“
➡ნამუშევრებს თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ნამუშევრის აღწერა.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული.
I ადგილი – 1,500 ლარის ზუმერის ვაუჩერი
II ადგილი – 1,200 ლარის ზუმერის ვაუჩერი
III ადგილი – 900 ლარის ზუმერის ვაუჩერი
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ თემატიკას:
🟢 სუფთა წყალზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა
🟢 ბუნებრივი კატასტროფები
🟢 მდინარეების დაბინძურება
🟢 ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა
🟢 ბიომრავალფეროვნების შემცირება / სახეობების კარგვა
🟢 ტყის საფარის შემცირება
🟢 მოსავლიანობის შემცირება
🟢 ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება
🟢 სხვა ნებისმიერი თემა, რომელსაც თვლით, რომ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან, როგორიცაა მაგალითად: კლიმატის აქტივიზმი, ახალგაზრდები და კლიმატის ცვლილება და სხვა.
შემოსული ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
🟢 დავალებასთან შესაბამისობა;
🟢 შემოქმედებითობა;
🟢 ტექნიკური შესრულება.
✅ კონკურსის მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 5 ნამუშევარი;
✅ ნამუშევარზე მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი.