გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (UN OHCHR in South Caucasus) აცხადებს შესარჩევ კონკურსს ონლაინ ტრენინგზე “ბიზნესი და ადამიანის უფლებები”, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 20-24 სექტემბერს 2021 (5 დღე).
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორის ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ბიზნესის და ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად; აგრეთვე კოვიდ-19 ვირუსთან ბრძოლისას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოსა და ბიზნესის ვალდებულებებს. ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს ასევე პრაქტიკულ სიმულაციებს. ონლაინ ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
-უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის სკოლის, მართვის ან/და ბიზნესის (ადმინისტრირების) სკოლის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს;
– სამართლის, მართვის ან/და ბიზნესს სპეციალობის მაგისტრანტებს;
-სამოქალაქო საზოგადოების წევრებს (30 წლის და ქვევით).
კანდიდატების მიერ ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სრულყოფილი CV და მოტივაციის წერილი სასურველია ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს 250 სიტყვა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbekauri@ohchr.org
განაცხადების მიიღების საბოლოო ვადაა 2021 წლის 3 სექტემბერი.
UN OHCHR ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს წამყვანი ორგანიზაციაა. მის უმთავრეს მიზანს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესაბამისად, ყველა ადამიანის უფლების და თავისუფლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ორგანიზაცია საქართველოში 2006 წლიდან მოღვაწეობს და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ხელს უწყობს სტუდენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ცოდნის ამაღლებას.